ხერხვა
- დააყენეთ პარალელური საყრდენი (9) ჭრის სასურველ სიგანეზე.
- განათავსეთ ნამზადი მაგიდაზე დამცავი ბუდის წინ (6).
- მრუდმხარა სახელურით (17) აწიეთ ან დაუშვით სახერხი დისკი რათა სახერხი დისკის კბილანები (28), ნამზადზე ზევით იყოს დაახ. 3–6 მმ-ით .
- ჩართეთ ელექტროხელსაწყო.
- გაჭერით თანაბარი მიწოდებით.
თუ ზეწოლა ძალიან ძლიერია, სახერხი დისკის მჭრელი კბილანები შესაძლოა გადახურდეს და დააზიანოს ნამზადი. - გამორთეთ ელექტროხელსაწყო და დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე არ გაჩერდება.
- დააყენეთ სახერხი დისკის ხერხვის საჭირო ვერტიკალური კუთხე.
როდესაც სახერხი დისკი დახრილია მარცხნივ, პარალელური საყრდენი (9) სახერხი დისკის მარჯვნივ უნდა იყოს. - შესაბამისად შეასრულეთ ოპერაციები: იხ. სწორ ხაზზე ხერხვა
- დააყენეთ საჭირო ჰორიზონტალური კუთხე კუთხურ საყრდენზე (3).
- მიუდგით ნამზადი პროფილურ სალტეს (50).
პროფილი არ უნდა იყოს ჭრის ხაზზე. ამ შემთხვევაში აუშვით ნაკეჭნი ქანჩები (51) და გადაადგილეთ პროფილური სალტე. - მრუდმხარა სახელურით (17) აწიეთ ან დაუშვით სახერხი დისკი რათა სახერხი დისკის კბილანები ნამზადზე ზევით იყოს დაახ. 3−6 მმ-ით .
- ჩართეთ ელექტროხელსაწყო.
- ერთი ხელით მიაჭირეთ ნამზადი პროფილურ სალტეს, ხოლო მეორეთი – თანაბრად გადაადგილეთ კუთხური საყრდენი ფიქსაციის სახელურით (60) წინ ღარის მიმართულებით (5).
- გამორთეთ ელექტროხელსაწყო და დაელოდეთ, სანამ სახერხი ჯაჭვი ბოლომდე არ გაჩერდება.