პარალელური საყრდენის რეგულირება (იხ.სურ. D)
პარალელური საყრდენი (9) შეგიძლიათ დააყენოთ სახერხი დისკის მარცხნიდან ან მარჯვნიდან. ნიშნული ლუპაში (62) აჩვენებს შკალაზე (1) დაყენებულ მანძილს პარალელურ საყრდენს და სახერხ დისკს შორის.
განათავსეთ პარალელური საყრდენი სახერხი პირის საჭირო ადგილას იხ. პარალელური საყრდენის მონტაჟი (იხ. სურ. g).
პარალელური საყრდენის რეგულირება
დაგრძელების გარეშე მაგიდაზე
- მოუშვით ფიქსაციის სახელური (43) პარალელურ საყრდენზე (9). გადაადგილეთ პარალელური საყრდენი მანამდე, სანამ ნიშნული ლუპაზე (62) არ გამოსახავს სახერხ დისკამდე შესაბამის მანძილს.
დაგრძელების გარეშე სახერხ მაგიდაზე მოქმედებს შკალის ნიშნულები (1). - ფიქსირებისთვის ისევ მიაწექით მომჭერ სახელურს (43) ქვევით.
პარალელური საყრდენის რეგულირება
დაგრძელებულ მაგიდაზე (იხ. სურ. D)
- დააყენეთ პარალელური საყრდენი სახერხი დისკის მარჯვნიდან.
გადაადგილეთ პარალელური საყრდენი მანამდე, სანამ ლუპაზე ნიშნულის მეშვეობით (62) შკალაზე (1) არ გამოისახება 28 სმ იხ.
ფიქსირებისთვის ისევ მიაწექით მომჭერ სახელურს (43) ქვევით. - მოქაჩეთ მაგიდის საფართოებელის მომჭერი სახელური (20) ბოლომდე ზევით.
- გამოწიეთ მაგიდი საფართოებელი (10) გარეთ, რათა მანძილის ინდიკატორმა (63) აჩვენოს შკალაზე სახერხ დისკამდე საჭირო მანძილი (2).
- მიაჭირეთ მომჭერ სახელურს (20) ქვევით.
მაგიდის საფართოებელი დაფიქსირებულია.