ცალკეული ნაწილების მონტაჟი

  • ფრთხილად მოხსენით შეფუთვა ყველა მიწოდებულ ნაწილს.
  • მოაცილეთ მთელი შესაფუთი მასალა ელექტროხელსაწყოს და მიწოდებულ აქსესუარებს.
  • დარწმუნდით, რომ მოშორებულია შესაფუთი მასალა ძრავის ქვეშ.

უშუალოდ კორპუსზე დამაგრებულია ელექტროხელსაწყოს შემდეგი კომპონენტები: უკუცემის ბლოკირატორი (7), მრგვალი ქანჩის გასაღები (35), კაუჭისებრი/რქისებრი გასაღები (36), კუთხური საყრდენი (3), პარალელური საყრდენი (9), დამატებითი პარალელური საყრდენი (47) სამაგრი კომპლექტით (48), დამცავი ბუდე (6), საბიძგებელი (15), სახერხი დისკი (28).

  • როდესაც თქვენ დაგჭირდებათ ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთი, ფრთხილად ამოიღეთ შენახვის ადგილიდან.

მითითება: საჭიროების შემთხვევაში, პოზიციონირებამდე გაწმინდეთ ყველა სამონტაჟო ნაწილი.

  • საჭიროების შემთხვევაში მოხსენით შიგსადები (8).
  • მოაბრუნეთ მრუდმხარა ტარი (17) საათის ისრის მიმართულებით ბოლომდე, რათა სახერხი დისკი (28) მაგიდაზე მაქსიმალურად მაღალ პოზიციაზე იყოს.
  • მოუშვით ჭანჭიკები (40) მრგვალი ქანჩის გასაღებით (35).
  • ჩასვით განმბჯენი სოლი (27) და შეწიეთ ის ბოლომდე ქვევით.
    განმბჯენი სოლი უნდა ეხებოდეს ორივე მიმმართველ თითს (იხ. გადიდებული ფრაგმენტი c).
  • ისევ მოუჭირეთ ჭანჭიკებს (40) მრგვალი ქანჩის გასაღებით (35)(მოჭერის მომენტი 2,0−2,5 ნმ).
    მითითება: რადიალური მანძილი სახერხ დისკს და განმბჯენ სოლს შორის უნდა იყოს 3-8 მმ. განმბჯენი სოლი სახერხ დისკთან ერთ ხაზზე უნდა იყოს ყოველთვის.
  • დააყენეთ სადები (8).

  • სადები ჩადეთ სამუშაო ინსტრუმენტების (8) შესანახი შახტის უკანა ხვრელში (41).
  • სადები ქვევით დააწვინეთ.
  • მიაჭირეთ სადები, რათა შევიდეს მოდებაში სამუშაო ინსტრუმენტების შესანახი შახტის წინა მონაკვეთში.

სადები უნდა იყოს სრულად თანპირად სახერხ მაგიდასთან (4) წინიდან და უკნიდან.

უკუცემის შემთხვევაში ბლოკირატორი (7) ხელს უშლის ნამზადის ასხლეტას მომხმარებლის მიმართულებით. ამასთან მოკიდების კბილანები „ჩაეჭიდება“ ნამზადის ზედაპირს და მას აყოვნებს.

  • მოუჭირეთ უკუცემის (42) ბლოკირატორის ღილაკს (7).
    ეს გამოიწვევს მიმმართველი თითის დაჭიმვას.
  • ჩასვით უკუცემის ბლოკირატორი (7) განმბჯენ სოლზე (27) და აუშვით ღილაკი (42).
  • უკუცემის ბლოკირატორი ამოძრავეთ დამცავი ბუდის მიმართულებით მანამდე, სანამ მიმმართველი თითი არ დაფიქსირდება განმბჯენი სოლის უკნიდან ზედა ხვრელში.
  • შეამოწმეთ, საიმედოდ არის დაყენებული, თუ არა მიმმართველი თითი ხვრელში და გამართულად მუშაობს, თუ არა უკუცემის ბლოკირატორი. ფრთხილად აწიეთ უკუცემის ბლოკირატორის ხელსაკიდები. აშვებისას ხელსაკიდების დატვირთული ზამბარები უნდა დაეშვას ქვევით და შეეხოს შიგსადებს.

ვიწრო ნამზადების გასახერხად და ვერტიკალური კუთხით ხერხვისთვის საჭიროა დაამონტაჟოთ დამატებითი პარალელური საყრდენი (47) პარალელურ საყრდენზე (9).
საჭიროებისამებრ დამატებითი პარალელური საყრდენი შეგიძლიათ დაამონტაჟოთ პარალელურ საყრდენზე მარცხნიდან ან მარჯვნიდან (9).

სამონტაჟოდ გამოიყენეთ სამაგრი კომპლექტი „დამატებითი პარალელური საყრდენი“ (48) (2 სამაგრი ხრახნი, 2 ქანჩყური).

  • ჩასვით სამაგრი ხრახნები პარალელური საყრდენის გვერდითა ხვრელებში (9).
  • ხრახნის თავები დამატებით პარალელურ საყრდენს ემსახურება მიმმართველის სახით.
  • გაწიეთ დამატებითი პარალელური საყრდენი (47) სამაგრი ხრახნების თავებზე.
  • მოუჭირეთ ხრახნებს ქანჩყურებით.

პარალელური საყრდენი (9) შეგიძლიათ დააყენოთ სახერხი დისკის მარცხნიდან ან მარჯვნიდან.

  • მოუშვით ფიქსაციის სახელური (43) პარალელურ საყრდენზე (9). ამასთან განიტვირთება V-ებრი მიმმართველი (44).
  • ჯერ დააყენეთ პარალელური საყრდენი V-ებრი მიმმართველით მაგიდის მიმმართველ ღარში (45). შემდეგ განათავესთ პარალელური საყრდენი მაგიდის წინა მიმმართველ ღარში (46).
    ახლა პარალელური საყრდენი შეგიძლიათ საჭიროებისამებრ გადაადგილოთ.
  • პარალელური საყრდენის ფიქსაციისთვის დააჭირეთ სახელურს (43) ქვევით.

  • ჩასვით კუთხური საყრდენის (49) თამასა (3) მაგიდის გათვალისწინებული მიმმართველი ღარებიდან ერთში (5).

გრძელი ნამზადების უკეთესი პოზიციონირებისთვის კუთხური საყრდენი შეგიძლიათ გააფართოვოთ პროფილური სალტეს მეშვეობით (50).

  • საჭიროების შემთხვევაში დაამონტაჟეთ პროფილური სალტე ნაკეჭნი ქანჩების მეშვეობით (51) კუთხურ საყრდენზე.