სიმბოლოები
თქვენი ელექტროხელსაწყოს გამოყენებისას შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს შემდეგი სიმბოლოები. დაიმახსოვრეთ ეს სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა. სიმბოლოების სწორად გაგება დაგეხმარებათ თქვენი ელექტროხელსაწყოს უკეთ და საიმედოდ გამოყენებაში.
სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები | |
---|---|
ელექტროხელსაწყოს მუშაობისას არ შეყოთ ხელი ხერხვის ზონაში. სახერხ დისკთან შეხებისას წარმოიქმნება დაზიანების რისკი. | |
გამოიყენეთ დამცავი სათვალე. | |
ატარეთ სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები. ხმაურის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა. | |
გამოიყენეთ მტვრის საწინააღმდეგო რესპირატორი. | |
დაიცავით სახერხი დისკის ზომები (სახერხი დისკის დიამეტრი D, ნახვრეტის დიამეტრი d). ნახვრეტის დიამეტრი d უნდა იყოს ხელსაწყოს შპინდელის თავსებადი ღრეჩოს გარეშე. გადამყვანის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, რომ გადამყვანის ზომები შეესაბამებოდეს დისკის ტანის სისქეს და სახერხი დისკის ნახვრეტის დიამეტრს, და ასევე ხელსაწყოს შპინდელის დიამეტრს. შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ სახერხ დისკთან ერთად მოწოდებული გადამყვანები. სახერხი დისკის დიამეტრი D უნდა შეესაბამებოდეს მონაცემებს სიმბოლოზე. იხ. აგრეთვე „შესაბამისი სახერხი დისკების ზომები“ განყოფილებაში „ტექნიკური მონაცემები“. | |
a სახერხი დისკის დასაშვები დიამეტრი შეადგენს 254 მმ. b განმბჯენი სოლის სისქე შეადგენს 2 მმ. c კბილანების ჭრის მიმართულების ისრები (სახერხ დისკზე ისრის მიმართულება) უნდა ემთხვევოდეს განმბჯენ სოლზე ისრის მიმართულებას. d სახერხი დისკის გამოცვლისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭრის სიგანე იყოს მინიმუმ 2,4 მმ და ცენტრალური დისკის სისქე არ აღემატებოდეს 1,8 მმ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს განმბჯენი სოლის ნამზადში გაჭედვის საშიშროება. | |
განმბჯენი სოლის სისქე შეადგენს 2 მმ. ნამზადის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე შეადგენს 80 მმ. | |
მარცხენა მხარე: მარჯვენა მხარე: | |
საჭიროების შემთხვევაში ელექტროხელსაწყო გაპოხეთ მითითებულ ადგილებში. | |
ელექტროხელსაწყოებს რომელთა დაცვის კლასია II აქვთ გაძლიერებული ან ორმაგი იზოლაცია. | |
CE მარკირების მეშვეობით მწარმოებელი ადასტურებს, რომ ელექტროხელსაწყო შეესაბამება მოქმედ EU დირექტივებს. |