ტექმომსახურება და გაწმენდა
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- სათანადო და უსაფრთხო მუშაობისუზრუნველსაყოფად დაიცავით ელექტრო ხელსაწყოს და ვენტილაციის ჰაერსატარის სისუფთავე.
თუ საჭიროა შემაერთებელი კაბელის გამოცვლა, ეს უნდა განხორციელდეს Bosch ელექტროხელსაწყოების ავტორიზებული სერვის Bosch ცენტრში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

საპოხი მასალა:
ძრავის ზეთი SAE 10/SAE 20
- საჭიროების შემთხვევაში ელექტროხელსაწყო გაპოხეთ მითითებულ ადგილებში.
Bosch ფირმის ავტორიზებული მომსახურების სახელოსნო ასრულებს მსგავს სამუშაოს სწრაფად და საიმედოდ.
საპოხი მასალები და საწმენდი მასალები უნდა გაანადგუროთ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდით. დაიცავით კანონმდებლობის მოთხოვნები.
მწარმოებლის მიერ მისაღები ზომები:
- თანაბარი ჩართვა
- მოდის სახერხ დისკთან ერთად, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად ხმაურის დონის შესამცირებლად
მომხმარებლის მიერ მისაღები ზომები:
- ვიბრაციის დაბალი დონით მყარ სამუშაო მაგიდაზე დაყენება
- სახერხი დისკების გამოყენება ხმაურის დონის შემცირების ფუნქციით
- სახერხი დისკის და ელექრტოხელსაწყოს რეგულარული გაწმენდა