გამოყენების ინსტრუქცია

  • ნებისმიერი ნახერხის შესრულებისას ჯერ დარწმუნდით, რომ სახერხი დისკი არავითარ შემთხვევაში არ ეხება საყრდენებს ან ინსტრუმენტის სხვა ნაწილებს.
  • ელექტროხელსაწყო გამოიყენეთ ღარების ამოსაჭრელად ან მხოლოდ შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის კომბინაციაში (მაგ.: დამცავი ბუდე გვირაბული ტიპის, საყრდენი კინტი).
  • არ გამოიყენოთ ელექტროხელსაწყო ღარების გასაკეთებლად, რომელიც მთავრდება ნამზადში.

დაიცავით სახერხი დისკი დარტყმებისგან და ბიძგებისგან.არ დააჭიროთ სახერხ დისკს გვერდიდან.

განმბჯენი სოლი თანღერძულად უნდა იყოს სახერხ დისკთან, რათა თავიდან აიცილოთ ნამზადში გაჭედვა.

არ დაამუშავოთ დეფორმირებული ნამზადები. ნამზადს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი ნაწიბური, რომელიც შეძლებს დაეყრდნოს პარალელურ საყრდენს.

ყოველთვის შეინახეთ საბიძგებელი ელექტროხელსაწყოზე.

  • არასოდეს არ დადგეთ ხერხის პირის პირდაპირ. ყოველთვის განთავსდით ხერხვის პირისგან მიმმართველის მხარეს.უკუდარტყმისას ნამზადი დიდი სიჩქარით შეიძლება მიემართოს ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც დგას პირდაპირ და ერთ ხაზზე სახერხ პირთან.
  • მოაცილეთ ხელები და თითები მბრუნავ სახერხ დისკს.

ამასთან გაითვალისწინეთ შემდეგი მითითებები:

  • მაგრად გეჭიროთ ორივე ხელით და მიაჭირეთ მაგიდაზე.
  • ვიწრო ნამზადებისთვის და ვერტიკალური კუთხით ხერხვისას ყოველთვის გამოიყენეთ მოწოდების კომპლექტში შემავალი საბიძგებელი (15).

ხერხვის ვერტიკალური კუთხე

ნამზადის მაქს. სიმაღლე [მმ]

80

45°

55