ექსპლუატაციაში ჩაშვება
- გაითვალისწინეთ ძაბვა ელექტრო ქსელში! კვების წყაროს ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროხელსაწყოს მონაცემებს ქარხნულ ფირფიტაზე.
ელექტროხელსაწყო არჭურვილია გადატვირთვისგან დაცვით. ელექტროხელსაწყოს დანიშნულებით გამოყენებისას მისი გადატვირთვა შეუძლებელია. ძალიან ძლიერი დატვირთვისას ელექტრონიკა გამორთავს ელექტროხელსაწყოს.
შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები, რათა ისევ ჩართოთ ელექტროხელსაწყო:
- დაელოდეთ ელექტროხელსაწყოს გაგრილებას მინ. 10 წუთის განმავლობაში.
- დააჭირეთ გადატვირთვის ღილაკს (26), ხოლო შემდეგ ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო.