ხერხვის ჰორიზონტალური და ვერტიკალური კუთხის რეგულირება
ინტენსიური მუშაობის შემდეგ ზუსტი ხერხვის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეამოწმოთ ელექტროხელსაწყოს პარამეტრები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ ისინი.
ხერხვის ვერტიკალური კუთხის რეგულირება (სახერხი დისკი) (იხ. სურ. A)
ხერხვის ვერტიკალური კუთხის დაყენება შესაძლებელია 0°-დამ 45°-მდე დიაპაზონში.
- აუშვით ფიქსირების რიჩაგი (16), საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოტრიალებით.
მითითება: ფიქსირების რიჩაგის ბოლომდე მოშვებით სიმძიმის ძალის ზემოქმედების ქვეშ იხრება დაახ.30° პოზიციაზე.
- მოქაჩეთ ან დააჭირეთ მქნევარას (18) კულისებისკენ, სანამ კუთხის ინდიკატორი (59) არ აჩვენებს საჭირო ვერტიკალურ კუთხეს.
- გეჭიროთ მქნევარა ამ პოზიციაში და ისევ მოუჭირეთ ფიქსირების რიჩაგს (16).
სტანდარტული ვერტიკალური კუთხის 0° და 45° სწრაფი და ზუსტი რეგულირებისთვის განსაზღვრულია სპეციალური საყრდენები ((24), (22)).
ხერხვის ჰორიზონტალური კუთხის რეგულირება (კუთხური საყრდენი) (იხ. სურ. B)
ხერხვის ვერტიკალური კუთხის დაყენება შესაძლებელია 30°-დან (მარცხნივ) 30°-მდე (მარჯვნივ) დიაპაზონში.
- მოუშვით ფიქსაციის სახელურს (60), თუ ის მოჭერილია.
- მოატრიალეთ კუთხური საყრდენი იქამდე, რომ კუთხის ინდიკატორი (61) აჩვენებდეს ხერხვის საჭირო კუთხეს.
- მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (60).