სახერხი დისკის გამოცვლა (იხ. სურ. k1 − k4)
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- სახერხი დისკის მონტაჟისას ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები. არსებობს ტრავმირების საფრთხე.
- გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები, რომელთა მაქსიმალური ბრუნვის რიცხვი მეტია თქვენი ინსტრუმენტის უქმე სვლის ბრუნების რიცხვზე.
- გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები პარამეტრებით, რომლებიც მითითებულია ამ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში და ელექტროხელსაწყოზე, რომელიც გამოცდილია EN 847‑1 - ის შესაბამისად და გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა.
- გამოიყენეთ მხოლოდ სახერხი დისკები, რომელიც რეკომენდირებულია ელექტროხელსაწყოს მწარმოებლის მიერ და გამოსადეგია მასალისთვის, რომლის დამუშავებასაც აპირებთ. ეს თავიდან აგაცილებთ ხერხის კბილანების ბოლოების გადახურებას და დასამუშავებელი პოლიმერული მასალის დნობას.
- არ გამოიყენოთ HSS ხერხის დანები. ასეთი ხერხის დანები შეიძლება მარტივად გატყდეს.
სახერხი დისკის მოხსნა
- მოაბრუნეთ მრუდმხარა ტარი (17) საათის ისრის მიმართულებით ბოლომდე, რათა სახერხი დისკი (28) მაგიდაზე მაქსიმალურად მაღალ პოზიციაზე იყოს.
- გადახსენით დამცავი ბუდე (6) უკან.
- ასწიეთ შიგსადები (8) ხელმოსაკიდი ხვრელით (54) და გამოიღეთ ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილი შახტიდან.
- ამოხრახნეთ ექვსწახნაგა თავიანი ხრახნი (56) რგოლიანი ქანჩის გასაღებით (35) საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ამავდროულად კაუჭისებრი გასაღებით გეჭიროთ (36) მოსაჭერი მილტუჩი (55).
- მოხსენით სადები საყელური (57) და მომჭერი მილტუჩი (55).
- მოხსენით სახერხი დისკი (28).
სახერხი დისკსის დაყენება
საჭიროების შემთხვევაში, დაყენებამდე გაწმინდეთ ყველა სამონტაჟო ნაწილი.
- დააყენეთ ახალი სახერხი დისკი სამუშაო ინსტრუმენტის შპინდელის (58) საყრდენ მილტუჩზე .
მითითება: არ გამოიყენოთ ძალიან პატარა სახერხი დისკები. სახერხ დისკს და განმბჯენ სოლს შორის მაქს. რადიალური მანძილი უნდა იყოს 3−8 მმ.
- მონტაჟის დროს უზრუნველყავით, რომ კბილანების ჭრის მიმართულება (ისარი სახერხ დისკზე) დაემთხვეს ისრის მიმართულებას დამცავ გარსაცმზე !
- დააყენეთ მომჭერი მილტუჩი (55), ქვესადები საყელური (57) და ჩასვით ხრახნი ექვსწახნაგიანი თავით (56).
- მოუჭირეთ ექვსწახნაგა თავიან ხრახნს (56) რგოლიანი ქანჩის გასაღებით (35) საათის ისრის მიმართულებით, ამავდროულად კაუჭისებრი გასაღებით გეჭიროთ (36) მოსაჭერი მილტუჩი.
- დააყენეთ სადები (8) ადგილზე.
- დაკეცეთ დამცავი ბუდე (6) უკან.