მოწოდების კომპლექტი
ელექტროხელსაწყოს პირველ გამოყენებამდე, შეამოწმეთ, ქვემოთ მითითებული კომპონენტები:
- მაგიდის დისკური ხერხი დამონტაჟებული სახერხი დისკით (28)
- სამაგრი კომპლექტი „ელექტროხელსაწყო“ (39) (8 სამაგრი ხრახნი, 8 შუასადები საყელური)
- ქვესადგამი (14)
- სამაგრი კომპლექტი „ქვესადგამი“ (37) (16 სამაგრი ხრახნი, 16 შუასადები საყელური, 16 განმბჯენი რგოლი, 16 ქანჩი)
- გადაყირავებისგან დამცავი (13)
- სამაგრი კომპლექტი „გადაყირავებისგან დამცავი“ (38) (4 სამაგრი ხრახნი, 8 შუასადები საყელური, 4 განმბჯენი რგოლი, 4 ქანჩი)
- კუთხის საყრდენი (3)
- პროფილური სალტე (50)
- „პროფილური სალტის“ ქანჩყურიანი ქანჩი (51)
- პარალელური საყრდენი (9)
- დამატებითი პარალელური საყრდენი (47)
- სამაგრი კომპლექტი „დამატებითი პარალელური საყრდენი“ (48) (2 სამაგრი ხრახნი, 2 ქანჩყური)
- განმბჯენი სოლი (27) დაყენებული დამცავი ბუდით (6)
- უკუცემის ბლოკირატორი (7)
- მრგვალი გასაღები (35)
- კაუჭისებრი/რქისებრი გასაღები (36)
- საბიძგებელი (15)
- სადები (8)
მითითება: შეამოწმეთ ელექტროხელსაწყო შესაძლო დაზიანებებზე.
სანამ გააგრძელებთ ელექტროხელსაწყოს გამოყენებას, აუცილებლად ყურადღებით შეამოწმეთ დამცავი მოწყობილობები ან ოდნავ დაზიანებული ნაწილები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი სათანადოდ მუშაობენ დანიშნულებისამებრ. დარწმუნდით, რომ მოძრავი ნაწილები მუშაობს გამართულად და არ არის ჩაჭიდებული ან დაზიანებული. ყველა ნაწილი უნდა იყოს სწორად აწყობილი და აკმაყოფილებდეს ყველა პირობას სათანადო მუშაობის უზრუნველსაყოფად.
დაზიანებული დამცავი მოწყობილობები და ნაწილები სათანადოდ უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ავტორიზებულ, სპეციალიზირებულ სახელოსნოში.