ესპლუატაციაში ჩაშვება
სამუშაო განათება (10) გაძლევთ სამუშაო ზონის განათების შესაძლებლობას გაძლევთ სამუშაო ადგილის არასაკმარისი ზოგადი განათების შემთხვევაში.სამუშაო შენათება (10) ირთვება (12) ამომრთველის ოდნავ დაჭერით. ამ ამომრთველზე უფრო მძლავრი დაჭერისას ირთვება ელექტროხელსაწყო, სამუშაო შენათება ამ დროს ჩართული რჩება.
- მოერიდეთ პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს სამუშაო განათებასთან, მას შეუძლია დაგაბრმავოთ.
ბრუნვის მიმართულების გადამრთველის დახმარებით (11) შეგიძლიათ შეცვალოთ ელექტროხელსაწყოს ბრუნვის მიმართულება. მაგრამ ეს შეუძლებელია დაჭერილი ამომრთველით (12).
ბრუნვის მარჯვენა მიმართულება: ბურღვისთვის ან ხრახნების მოჭერისთვის ბრუნვის მიმართულების გადამრთველი გადაიყვანეთ (11) მარცხნივ ბოლომდე.
მარცხენა ბრუნვა: სჭვალების მოსაშვებად ან ამოსახრახნად გადაწიეთ ბრუნვის მიმართულების გადამრთველი (11) ბოლომდე მარჯვნივ.
ბურღვა | |
GSR 18V-65 GSB 18V-65 | |
მოჭერა | |
GSR 18V-65 GSB 18V-65 | |
სარტყამი ბურღვა | |
GSB 18V-65 |
- მოიყვანეთ მოქმედებაში გადაცემების გადამრთველი (5)მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე.
1-ლი გადაცემა:
ბრუნთა დაბალი რიცხვის დიაპაზონი; დიდი დიამეტრის ბურღებთან მუშაობისას ან სჭვალების ჩასაბრუნებლად.
მე-2 გადაცემა:
ბრუნთა მაღალი რიცხვის დიაპაზონი მცირე დიამეტრის ბურღებთან სამუშაოდ.
- ყოველთვის გადაწიეთ გადაცემათა გადამრთველი ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროხელსაწყო შეიძლება დაზიანდეს.
სწრაფი გამორთვის ფუნქცია (KickBack Control) უზრუნველყოფს ელექტროხელსაწყოს უკეთესს კონტროლს და ამრიგად აუმჯობესებს მომხმარებლის დაცვას სხვა ელექტროხელსაწყოებთან შედარებით KickBack Control-ის გარეშე. ელექტროხელსაწყოს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ბრუნვისას საბურღი ღერძის გარშემო ელექტროხელსაწყო გამოირთვება.
სწრაფი გამორთვის ფუნქციის გააქტიურების სიგნალირება ხდება სამუშაო განათების (10) ციმციმით და ასევე ღილაკის «KickBack Control» (9) წითელი შუქის ციმციმით ელექტროხელსაწყოზე.
განმეორებითი ჩართვისთვის აუშვით ამომრთველი და ისევ დააჭირეთ მას.
- Kickback Control გაუმართავი ფუნქციის შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო არ ირთვება. ელექტროხელსაწყოს შეკეთება ნებადართულია მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის მიერ და მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით.
ამ ფუნქციის გამორთვა შეიძლება დაჭერით ღილაკზე «KickBack Control» (9). თუ ელექტროხელსაწყოს არ იყენებთ 5 წუთზე მეტხანს ან თუ აკუმულატორი ამოღებულია, სწრაფი გამორთვის ფუნქცია ავტომატურად ჩაირთობა ისევ. ფუნქციის მიმდინარე მდგომარეობის სიგნალირება ხდება ღილაკი «KickBack Control» (9) შუქდიოდით.